პროექტები და ღონისძიებები

პროექტის   სახელწოდება: ჯანსაღ  სხეულში  ჯანსაღი  სულია
პროექტის  მთავარი  იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით: სპორტი  ცხოვრების  განუყოფელი  ნაწილია. ის  აჯანსაღებს  არა  მხოლოდ  სხეულს, არამედ  დადებითად  მოქმედებს  ადამიანის  ხასიათის  ფორმირებაში.
პროექტის   აქტუალობა: სასწავლო  პროექტი  ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებში  ჯანსაღი  ცხოვრების  დამკვიდრებას, მაშინ  როდესაც  დღევანდელი  მოზარდების  უმეტესობა  კომპიუტერთანაა  მიჯაჭვული.
პროექტის   მიზნები: მოსწავლეები  შეძლებენ  ინფორმაციის  მოძიებას, მარტივ  ინტერაქციაში  მონაწილეობის  მიღებას, საკუთარი  დამოკიდებულების  გამოხატვას, პირადი  გამოცდილებიდან  მაგალითების  მოყვანას, სიმულაციურ  სიტუაციებში  მონაწილეობის  მიღებას, გამოკითხვის  ჩატარებას, ინტერვიუს  აღებას.
მოსწავლეთა  ასაკი: 14-15  წელი /  8-9  კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 3  თვე
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას: მოსწავლეები  მოიძიებენ  ინფორმაციას  სპორტის  სხვადასხვა  სახეობაზე, ქართველი  და  უცხოელი  გამოჩენილი  სპორტსმენების  ცხოვრებაზე, შექმნიან  მათზე  ალბომებს, აწარმოებენ  გამოკითხვას, ჩაწერენ  ინტერვიუებს, გადაიღებენ  სხვადასხვა  სპორტსმენთან  ფოტოებს, მოაწყობენ  სკოლაში  და  სკოლის  ფარგლებს  გარეთ                                     (სხვა  სკოლებთან) სპორტულ  შეჯიბრებებს, შეიძენენ  კვლევის  უნარ-ჩვევებს.
პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: ტექსტი, საგაზეთო  სტატია, ფოტო, ფორმატის  ქაღალდი, სპორტული  ინვენტარი, პროექტორი, კომპიუტერი, პრინტერი, პროგრამები (Word , PowerPoint, Google. Youtube)
პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):
აქტივობა  #1     თემის  შერჩევა  რეალური  და  აქტუალური  პრობლემის  გათვალისწინებით,     
                           დისკუსიის  გამართვა
აქტივობა  #2     კლასის  დაყოფა  შემთხვევითი  შერჩევის  პრინციპით
აქტივობა  #3     ცალკეული  ჯგუფი  ადგენს  პროექტის  გეგმას  და  ინაწილებს  ფუნქციებს
აქტივობა  #4     მასალის  მოძიება  და  დამუშავება
აქტივობა  #5     დამუშავებული  მასალის  პრეზენტაცია
აქტივობა  #6     პროექტის  შეფასება  მასწავლებლისა  და  მოსწავლეების  მიერ  წინასწარ  
                           შემუშავებული  შეფასების  რუბრიკის  მიხედვით
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: სპორტი, ისტორია, მათემატიკა. გამოუმუშავდებათ  ჯანსაღი  ცხოვრების  წესი, გაეცნობიან  როგორც  საკუთარი  ისე  სხვა  ქვეყნის  სპორტსმენებს, გამოითვლიან, რა  მანძილს  გაივლიან  ისინი  ფეხით  სახლიდან  სკოლამდე.
პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ლიკა  მირცხულავა
ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა: likamircxulava@gmail.com

პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი: www.likamirtskhulava.blogspot.com/

No comments:

Post a Comment