Wednesday, June 29, 2016
Wednesday, June 22, 2016
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ცხოველთა სამყარო
|
სწავლების საფეხური / კლასი
|
დაწყებითი საფეხური, მე-6 კლასი
|
საგნობრივი ჯგუფი / საგანი
|
გერმანული ენა
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
|
წინასწარი ცოდნა
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
|
დიფერენცირებული სწავლება
|
|
სტანდარტები
რა არის პროფესიული სტანდარტი განათლებაში?
პროფესიულ სტანდარტში თავმოყრილია ის აუცილებელი ცოდნა და უნარები, რომელიც მოეთხოვება იმ ადამიანს, რომელიც სკოლაში ან განათლების სისტემაში მუშაობს. პროფესიული სტანდარტი განათლებაში სხვადასხვა სახისაა. ეს შეიძლება იყოს მაგალითად მასწავლებლის, პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლის ან სკოლის ხელმძღვანელის სტანდარტი. სტანდარტი ნორმატიული დოკუმენტია, რომელიც ასევე ეხმარება მასწავლებელს ან დირექტორს, ორიენტაცია აიღოს, რა თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების განვითარება ესაჭიროება მას იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები.
რისთვის გამოიყენება პროფესიული სტანდარტები განათლებაში?
პროფესიული სტანდარტებს განათლებაში სხვადასხვა ფუნქცია ეკისრება. სტანდარტები გამოიყენება, როგორც თვითშეფასების ერთერთი მექანიზმი. მასწავლებელს ან სკოლის ხელმძღვანელს საშუალება ეძლევა, რომ სტანდარტის საფუძველზე შეაფასოს საკუთარი ცოდნა და უნარები. მასწავლებელი ან დირექტორი თავად განსჯის, აკმაყოფილებს თუ არა მისი პროფესიონალიზმი პროფესიულ სტანდარტებს.
სტანდარტები გამოიყენება ასევე მასწავლებლის ან სკოლის დირექტორის საქმიანობის შესაფასებლად. ეს შეიძლება იყოს შეფასება სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეების, მშობლების ან სახელმწიფოს მხრიდან (სერტიფიცირება); შეფასება სასწავლო პროცესზე დაკვირვებით (კოლეგების, სასწავლო ნაწილის, დირექტორის ან ფსიქოლოგის დაკვირვების შედეგები) და შეფასება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მიხედვით.
სტანდარტის ერთერთი მთავარი დანიშნულება არის ის, რომ პროფესიული სტანდარტებისსაფუძველზე უმაღლესი სასწავლებლები ამზადაებენ მომავალ მასწავლებლებს ან სკოლისხელმძღვანელებს. პროფესიული სტანდარტები გამოიყენება ასევე სკოლისა და/ან უმაღლესი სასწავლებლების თვითშეფასებისას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში.
სტანდარტი არის დინამიური დოკუმენტი, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. ცვლილებები სტანდარტში სხვა ფაქტორებთან ერთად უკავშირდება ცვლილებებს საერთაშორისო და ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემაში. სტანდარტის საფუძველზე საქართველოს სკოლა და მასწავლებელი ამზადებს თანამედროვე, კონკურენტუნარიან მოქალაქეს.
წყარო: tpdc.gov.ge
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა, სწავლა-სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი დანერგვის უზრუნველყოფაა. ამისათვის აუცილებელი პირობაა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაბამისი ისტ უნარებით აღჭურვა, რათა მათ თავის მხრივ უზრუნველყონ სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრება და მოსწავლეებში 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებს. ამ ტრენინგების მიზანი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაა. მიზნის მისაღწევად 2009-2015 წლებში განხორციელდა სხვადასხვა ისტ ტრენინგკურსი საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, ბიბლიოთეკარებისა და დირექტორებისთვის. 2015 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მასწავლებელთა გარკვეული რაოდენობაა მომზადებული, რომლებიც ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრირების უნარ-ჩვევებს ფლობს. მიზნები და ამოცანები მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიების ინტეგრირების გზით. სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა ისტ-ში მომზადებული მასწავლებლების რესურსისგააქტიურების, მათში დაგროვილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში თანმიმდევრული გამოყენების ხელშეწყობის,ასევე სკოლის დირექციის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის გზით. ქართულენოვანი ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა და გამოყენების პოპულარიზება ისტ-ის სასწავლოპროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. სამიზნე ჯგუფი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგები ტარდება საქართველოს საჯარო სკოლისმასწავლებლებისთვის, ბიბლიოთეკარებისა და დირეტორებისთვის. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.tpdc.ge. წყარო:tpdc.gov.ge |
Subscribe to:
Posts (Atom)